მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ბავშვთა სანიმუშო ანსამბლის „მართვე“ - ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამო. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მართვე“ წარმოადგინა ცეკვები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები და სტუდიები.
გივი ტატიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა, მამა დიონისემ, ქორეოგრაფიული კავშირიდან მოწვეულმა სტუმრებმა.
გივი ტატიშვილი ქორეოგრაფიულ მოღვაწეობას ეწეოდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და გამოზრდილი ჰყავს არაერთი თაობა, იგი წლების განმავლობაში იყო კულტურის სახლის ქორეოგრაფი, 2001 – 2006 წწ. მუშაობდა კულტურის სახლის დირექტორად.
მისი დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“, რომელიც არაერთი ფესტივალის და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
გივი ტატიშვილი იყო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრი.
საღამოს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიება ტექნიკურად უზრუნველყო ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა.
სიახლეები
ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამო
03 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5642
სიახლეები
აპრ 17 ოთხ 2024
101
აპრ 14 კვ 2024
177
აპრ 10 ოთხ 2024
493
აპრ 09 სამ 2024
177
აპრ 08 ორშ 2024
313
მარ 26 სამ 2024
660
მარ 26 სამ 2024
481