მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა. ვაჟებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქალაქ დმანისის N1, N3 , სოფელ განთიადის, იაღუფლოსა და ოროზმანის საჯარო სკოლები, სადაც გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა. გოგონებში ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ იაღუფლოსა და სოფელ ოროზმანის საჯარო სკოლები, აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება სოფელ იაღუფლოს სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ თამაშებში.
სიახლეები
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში
11 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 2415
სიახლეები
მარ 26 სამ 2024
229
მარ 26 სამ 2024
128
მარ 25 ორშ 2024
144
მარ 22 პარ 2024
233
მარ 21 ხუთ 2024
249
მარ 20 ოთხ 2024
245