დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2024-04-17

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დმანისიდან გახსნა.

ვრცლად
2024-04-14
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კიდევ ერთი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საზეიმო ვითარებაში დმანისის სერვის ჯგუფის ახალ ოფისში გადასცა მუნიციპალიტეტს. საზეიმო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ვრცლად
2024-04-12
დმანისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
ვრცლად
2024-04-10

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან, კახა პეტრიაშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, მერიისა და ა(ა)იპ სამსახურის უფროსებთან თათბირი გამართა. თათბირზე 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხები განიხილა, გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ვრცლად
2024-04-10

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

ვრცლად
2024-04-09

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოაქალაქეებთან ერთად, სოფელ ბოსლებში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ვრცლად
2024-04-08

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ლიგის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. მინი ფეხბურთში გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა.

ვრცლად
2024-03-27

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. სპორტსმენებმა მიმდინარე წლის 8-9 მარტს თბილისის ღია პირველობაზე მოიპოვეს საპრიზო ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია, ჩემპიონატი გაიმართება 2-12 მაისს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში.

ვრცლად
2024-03-26

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2024-03-26
პიესა თანამედროვე ქალების ყოფას ეხებოდა. შადიმან შამანაძის პიესის - „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ - მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები. საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯუმბერ კოპალიანი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი - თინათინ კორძაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ: თამარ ყალაბეგაშვილი, ბარბარე ჩალაძე, ელენე თავართქილაძე, ანუკი შარია, ელენე ქურთიშვილი.
ვრცლად
2024-03-25

ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა. კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2024-03-22

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან. 

ვრცლად
2024-03-21

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2024-03-20

სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ოლეგი გოშუანი, რამიზ რამაზანოვი, აზერ ალიევი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2024-03-19

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელი ჯვრის და სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ამბულატორიაა განთავსებული.

ვრცლად
2024-03-18

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველწლიურად უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს.

ვრცლად
2024-03-16
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრების შესარჩევად, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეხვედრა გამართა.
ვრცლად
2024-03-15

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2024-03-12

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა და დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სპორტული განათლების ხელშეწყობა. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მერია უზრუნველყოფს "დინამოს აკადემიაში" ჩარიცხული დმანისელი ნორჩი ფეხბურთელების მომზადების საფასურს, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

www.isurve.ge

ვრცლად
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები