დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
  • დმანისის სიონი
    დმანისის სიონი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
    დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
  • დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
    დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
გამგებელი – გოგი ბარბაქაძე

დაიბადა 1973 წლის 11 დეკემბერს, დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში. 1990 წელს დაამთავრა სოფელ გომარეთის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამრეწველო–ეკონომიური კოლეჯის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1993 წელს და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1999 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2000 – 2003 წლებში მუშაობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში, შემდეგ (2003 – 2004 წ.წ.) – საგადასახადოს ოპერატიულ სამსახურში. 2004 წლიდან მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, 2006 – 2011 წ.წ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობეზე. ფლობს ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ტელ: 599 85 67 77