დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
  • დმანისის სიონი
    დმანისის სიონი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
    დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
  • დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
    დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
2017-12-11

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა. ვაჟებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  ქალაქ დმანისის N1,  N3 , სოფელ განთიადის, იაღუფლოსა და  ოროზმანის საჯარო  სკოლები, სადაც გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა.  გოგონებში ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ იაღუფლოსა და სოფელ ოროზმანის საჯარო სკოლები, აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება სოფელ იაღუფლოს სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ თამაშებში.

ვრცლად
2017-12-05

 5 დეკემბერს  ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა  „წიგნი+ერის“  მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია:

„დმანისის ნაქალაქარი“ ავტორი ჯუმბერ კოპალიანი,

„ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“-სულხან-საბა ორბელიანის  ბიოგრაფიული რომანი (ავტორი მიხეილ კეკელიძე ახალი რედაქტირება).

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეთოდისტი გურამ თაყნიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერის“ რედაქტორი მზია რაზმაძე, ქართულ-ებრაული მუზეუმის დირექტორი პროფესორი გივი ღამბაშიძე, ამავე მუზეუმის თანამშრომელი მარინა კოშკაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის  და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები,  მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სქამეთა სამსახურის თანამშრომლები.

 

 

 

ვრცლად
2017-12-04

25 ნოემბერს ცივილიზებულმა მსოფლიომ გაეროს ინიციატივით დაარსებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა. დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

4 დეკემბერს 15 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვიზუალური აგიტაცია გენდერული ძალადობის საკითხებზე.დანაშაულის პრევენციის მიზნით, რომელიც დასრულდა მსვლელობით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახის“ და ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ.

ვრცლად
2017-12-03

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ბავშვთა სანიმუშო ანსამბლის „მართვე“ - ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამო. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მართვე“ წარმოადგინა ცეკვები.

საღამოს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიება ტექნიკურად უზრუნველყო ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა.

ვრცლად
2017-11-28

პროექტის - ”Eco wave in Dmanisi” ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელშეწყობით, ,,აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ და “HEKS EPER” – ის ფინანსური მხარდაჭერით პანტიანის ტბის მიდამოებში დასუფთავების აქცია მოეწყო.
პროექტის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტში და ახალგაზრდა თაობების ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
პროექტი მოამზადა ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა ელვინ კოიუშოვმა.

ვრცლად
2017-11-27

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველო სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტში დროშები დაეშვა.

ვრცლად
2017-11-21

სახალხო დამცველის აპარატის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებების თემას, ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალთა ოთახის თანამშრომელი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები რომელთაც სამსახურეობრივად შეხება აქვთ ქალთა უფლებებთან, სოციალურად დაუცველ ადამიანებთან და ბავშვთა უფლებებთან.

ვრცლად
2017-11-21

დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები:

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ (ხელმძღვანელი თ. შარგიანი) ,,ჩონგურს სიმები გავუბი“, ,,გფარავდეს ლომისის მადლი“;
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ (ხელმძღვანელი გ.გურჩიანი)
,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მესხური მრავალჟამიერი“, ,,ფერხული“;
ბავშვთა საესტრადო სტუდია (ხელმძღვანელი მ. ქოჩორაძე)
,,სულიკო“, ,,ჩემო ციცინათელა“, ,,აქ ემღერება გულს“;
გომარეთის ფილიალის ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქციელები“ (ქორეოგრაფი მ.ხიზანიშვილი) ,,ლაზური“, ,,რაჭული“;
ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ (ხელმძ. ზ.ბერუაშვილი)
,,ჩვენისთანა ბედნიერი“;
სახალხო მთქმელი ტერენტი ცინდელიანი.

 

ვრცლად
2017-11-20

დმანისში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა
დმანისის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა N24- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა გახსნა. მან დეპუტატებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი დეპუტატი ნიაზ მაჯითოვი წარუძღვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ოქრიაშვილი აირჩიეს, მოადგილედ - გუსეინ ისმაილოვი.

 

 

ვრცლად
2017-11-17

ევროკავშირის და ,,UN Women" -ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. განსაკუთრებული ყურადრება მიექცა საჯარო სკოლებში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გავრცელებას.

 

ვრცლად
2017-11-17

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლამ დაარსების 120 წელი აღნიშნა. სკოლა 1987 წლიდან ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს, რადგან სკოლის დაარსებაში გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს დიდი წვლილი შეუტანია.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1897 წლის 5 ოქტომბერს გახსნა სოფელში ორგანყოფილებიანი სკოლა, რომელიც 1910 წლიდან ოთხწლიან სკოლად გადაკეთებულა. 1935 წლიდან კი ზოგადსაგანმანათლებლო დატვირთვა მიუღია, რომლის პირველი გამოშვება 1938 წელს მომხდარა. სოფელ გომარეთში პირველი მასწავლებელი, თომა კევლიშვილი გორის მაზრიდან მოსულა. სხვადასხვა დროს მრავალ სახელოვან პედაგოგს უმოღვაწია ამ საუკუნოვან სკოლაში. მათგან აღსანიშნავია მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ბოკერია, ზაქარია გულისაშვილი და მრავალი სხვა.

ვრცლად

დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან გარემოს დასუფთავებას, 2017 წლის 16 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ააიპ კომუნალური სამსახურის ძალისხმევით, სოფელ იაღუფლოში მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან.

ვრცლად
2017-11-15

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილონში „თბილისის წიგნის დღეები 2017’’ გამომცემლობა „წიგნი+ერმა“ მოაწყო ახალი წიგნების: ჯუმბერ კოპალიანის „დმანისის ნაქალაქარი“ და მიხეილ კეკელიძის „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“ (ახალი რედაქტირება) პრეზენტაციები.

„დმანისის ნაქალაქარის“ პრეზენტაცია გააკეთა ავტორმა ჯუმბერ კოპალიანმა, ხოლო „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“- დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ა(აიპ) ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის უფროსმა თინათინ თეთრაძემ და დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა.

ვრცლად
2017-11-14

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში მოეწყო ხატვისა და ხალხური რეწვის სხვადასხვა ეროვნების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ირინოლა" და ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი”. ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა წაიკითეს ლექსები.

ვრცლად
2017-11-13

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ტატუაშვილი გამგეობის და ა(ა)იპ სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.

,,გიორგის მინდა მივულოცო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. 
გიორგი არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტი, კარგად აღზრდილი ახალგაზრდა, კარგი ოჯახიშვილი, ღირსეული დმანისელი.
მე ვიცი მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი იქნება კარგი მმართველი, ის ახალი შემართებით განავითარებს დმანისს" - განაცხადა დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ვრცლად
2017-11-09

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართა.

სპექტაკლი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ასმათ ქურციკიძე, ქეთევან შერვაშიძე, გიორგი სავანელი, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარა ადამია, ნინა ჯაოშვილი, ვატო ზოიძე.

ვრცლად
2017-11-09

ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე ხრამის ხეობაში, კერძოდ, ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, იგეგმება ორ-საფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს შპს ,,ხრამის კასკადმა" დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო საჯარო განხილვა გამართა, სადაც დაინტერესებულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღო პროექტის შესახებ და საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავისი შენიშვნები.

პრიექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია:

ვრცლად
2017-11-07

დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეგიდით შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ათმა გუნდმა.
სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ინდივიდუალურ შეჯიბრში გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა სოფელ აზკაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლემ აიგიზილ ალიევამ, ხოლო მეორე ადგილი ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნანო არჩემაშვილმა დაიკავა.

ვრცლად
2017-11-06

25-29 ოქტომბერს კიევში გაიმართა უკრაინის ღია პირველობა ,,კიკბოქსინგში'', სადაც დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი ,,არწივი" იყო მიწვეული.

კლუბი ,,არწივი"-ს დამფუძნებლის და გუნდის მწვრთნელის-ლერი ავალიშვილის ინფორმაციით აღნიშნულ ტურნირზე ლაშა მუსხელიშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ჩაატარა ექვსი ბრძოლა, მიაღწია ფინალამდე და ფილალში დამარცხდა, დასჯერდა მეორე ადგილს.

 

ვრცლად
2017-10-30

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მინი სტადიონზე ჩატარდა ფეხბურთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა.

გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდმა. 
ვაჟებს შორის კი ქალაქ დმანისის საჯარო სკოლის გუნდმა.

ვრცლად
 

2017 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები