დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-12-18

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნა. ახალადგახსნილი საწარმო საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურმა დირექტორმა მარსელა მაქსფილდმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს და კოოპერატივ „ქციის მონასტრის“ წევრებს შეხვდნენ.

ვრცლად
2017-12-18

დმანისის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების მოწყობა დაიწყო და რამდენიმე დღეში ქალაქი საზეიმო იერსახეს მიიღებს. მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის საახალწლო დიზაინით მორთვა.მონტაჟდება სადღესასწაულო ილუმინაციები. 

ვრცლად
2017-12-18

მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ,,თავანის წესებით", სადაც მიწვეული იყო დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი ,,არწივი“.
აღნიშნული გუნდი შეჯიბრზე წარსდგა ექვსი სპორტსმენით.
გუნდის მწვრთნელის ლერი ავალიშვილის ინფორმაციით აღნიშნულ ორთაბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავეს გიორგი და ხათუნა მარტიაშვილმა, რამინ და რავილ აბდურახმანოვებმა, ხოლო მეორე ადგილს დასჯერდნენ გიორგი ედიბერიძე და რატი ოგნაძე.

ვრცლად
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    54