დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-12-25

მიმდინარე წლის 23-24 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ,,იოტა“-ში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა  2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული  ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მუნიციპალიტეტებში განხორციელების ხელშეწყობა. კანონით განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებებისათვის სავალდებულო ეროვნული სტანდარტები და რეგლამენტები, რომელთაგან 4 საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს  დაამტკიცა. ადგილობრივ დონეზე სკოლამდელ მომსახურებაზე, მართვაზე, დაფინანსებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელნი კანონის თანახმად მუნიციპალიტეტები არიან.

ვრცლად
2017-12-25

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სოფლების მაშავერის და ვარდისუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს „თოვლის პაპა“ ეწვია.
საახალწლო ატრიბუტებით მორთულ ოთახებში ბავშვები დიდი სიხარულით ელოდნენ ,,თოვლის პაპის“ გამოჩენას. ყველა ცდილობდა თავისი შემოქმედებით მოეხიბლა თოვლის პაპა და საჩუქარი მიეღო. ერთმანეთს ცვლიდნენ სკუპია კურდღლები და ხარბი თაგუნები, ფიფქიები და მატყუარა მელაკუდები.

ვრცლად
2017-12-25

25 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას, აუდიტორიის წინაშე თემატური ანგარიშით წარდგნენ როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

ვრცლად
2017-12-25

დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი ნაძვის ხის აწყობა უკვე დაიწყო.
მთავარი საახალწლო დეკორაციის მონტაჟი ა(აიპ) კულტირისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
შესაბამისი სამსახურები დღეს დილიდან მუშაობენ.

ახალი ხელოვნური 10 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ წელს შეიძინა საზეიმოდ დღეს განათდება.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებულია საახალწლო განათებების მონტაჟი.

ვრცლად
 

    2017 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები