დმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი ჩატარდა. ლამაზად მორთულ დარბაზში ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები, მინიატურული სცენები, ზღაპირის გმირები. პატარებმა ჩვეული სიკეკლუცით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს და თოვლის ბაბუასაგან საჩუქრებიც მიიღეს.
დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ბაღების სტრუქტურულ ერთეულებში გაიმართება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა, არსებული დაბრკოლებები, შესაძლებლობები და გამოწვევები - ამ თემების შესახებ იმსჯელეს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ ტრენინგზე.
შეხვედრას მხარის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრეს.
სულ რამდენიმე დღე და ახალი წელი შემობრძანდება.
წელს განსაკუთრებულად ლამაზია ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები და სკვერები, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით მოირთო.
მერიამ შეიძინა ახალი ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 10 მეტრია.
ა(აიპ) კულტურის და ხელოვნების ცენტრში 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.
დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული არიან სასულიერო პირებიც.
გელოდებით ყველას !
ერთად შევხვდეთ ახალ 2018 წელს!