დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2024-03-27

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. სპორტსმენებმა მიმდინარე წლის 8-9 მარტს თბილისის ღია პირველობაზე მოიპოვეს საპრიზო ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია, ჩემპიონატი გაიმართება 2-12 მაისს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში.

ვრცლად
2024-03-26

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2024-03-26
პიესა თანამედროვე ქალების ყოფას ეხებოდა. შადიმან შამანაძის პიესის - „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ - მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები. საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯუმბერ კოპალიანი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი - თინათინ კორძაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ: თამარ ყალაბეგაშვილი, ბარბარე ჩალაძე, ელენე თავართქილაძე, ანუკი შარია, ელენე ქურთიშვილი.
ვრცლად
2024-03-25

ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა. კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2024-03-22

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან. 

ვრცლად
2024-03-21

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2024-03-20

სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ოლეგი გოშუანი, რამიზ რამაზანოვი, აზერ ალიევი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2024-03-19

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელი ჯვრის და სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ამბულატორიაა განთავსებული.

ვრცლად
2024-03-18

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველწლიურად უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს.

ვრცლად
2024-03-16
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრების შესარჩევად, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეხვედრა გამართა.
ვრცლად
2024-03-15

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2024-03-12

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა და დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სპორტული განათლების ხელშეწყობა. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მერია უზრუნველყოფს "დინამოს აკადემიაში" ჩარიცხული დმანისელი ნორჩი ფეხბურთელების მომზადების საფასურს, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

www.isurve.ge

ვრცლად
2024-03-12

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ხმალაძემ მიმართეს.

ვრცლად
2024-03-04

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა, ყვავილები და ტკბილეულის კალათები გადასცა.

ვრცლად
2024-03-04

ირგანჩაი-დმანისი ირგანჩაიდან ქალაქ დმანისის მიმართულებით ორშაბათი, ოთხშაბათი. გამოსვლა ირგანჩაიდან 9:00 საათი, გასვლა ქალაქი დმანისიდან ირგანჩაის მიმართულებით 15:00 საათი.

ვრცლად
2024-02-29
კობა მურადაშვილმა, ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ 2023 წელს მერიამ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას მოახმარა და თითოეული პროექტი მოქალაქეების ინტერესებზე იყო მორგებული. მერმა მიმდინარე წლის გეგმებზეც ისაუბრა.
მუშაობის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.
ვრცლად
2024-02-29

კობა მურადაშვილის განცხადებით ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდულ იდეას მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობა.

ვრცლად
 

    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები