დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა „წიგნი+ერის“ მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია
05 დეკ 2017
 

 5 დეკემბერს  ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა  „წიგნი+ერის“  მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია:

„დმანისის ნაქალაქარი“ ავტორი ჯუმბერ კოპალიანი,

„ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“-სულხან-საბა ორბელიანის  ბიოგრაფიული რომანი (ავტორი მიხეილ კეკელიძე ახალი რედაქტირება).

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეთოდისტი გურამ თაყნიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერის“ რედაქტორი მზია რაზმაძე, ქართულ-ებრაული მუზეუმის დირექტორი პროფესორი გივი ღამბაშიძე, ამავე მუზეუმის თანამშრომელი მარინა კოშკაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის  და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები,  მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სქამეთა სამსახურის თანამშრომლები.

წიგნის ,,დმანისის ნაქალაქარი“ პრეზენტაცია გააკეთა ავტორმა ჯუმბერ კოპალიანმა, ხოლო  „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ ოქრიაშვილმა და გიორგი ვიბლიანმა.

აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა „წიგნი+ერმა“ დმანისელებს  შესთავაზა წიგნების გამოფენა-გაყიდვაც.

ღონისძიების მონაწილეებმა ამ სასიამოვნო საღამოსთვის მადლიერება გამოხატეს ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის მიმართ.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2530
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები