მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სოფლების მაშავერის და ვარდისუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს „თოვლის პაპა“ ეწვია.
საახალწლო ატრიბუტებით მორთულ ოთახებში ბავშვები დიდი სიხარულით ელოდნენ ,,თოვლის პაპის“ გამოჩენას. ყველა ცდილობდა თავისი შემოქმედებით მოეხიბლა თოვლის პაპა და საჩუქარი მიეღო. ერთმანეთს ცვლიდნენ სკუპია კურდღლები და ხარბი თაგუნები, ფიფქიები და მატყუარა მელაკუდები. ზეიმის პროცესში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული, მათ შვილებთან ერთად იცეკვეს და იმღერეს. ბავშვებს, მშობლებს და დაწესებულებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
სიახლეები
სოფლების მაშავერის და ვარდისუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს „თოვლის პაპა“ ეწვია
25 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 3502
სიახლეები
აპრ 17 ოთხ 2024
104
აპრ 14 კვ 2024
181
აპრ 10 ოთხ 2024
507
აპრ 09 სამ 2024
177
აპრ 08 ორშ 2024
316
მარ 26 სამ 2024
661
მარ 26 სამ 2024
481