დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
  • დმანისის სიონი
    დმანისის სიონი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
    დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
  • დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
    დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
სიახლეები

 

დმანისის ,,ეტალონ მოსწავლეს" მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვება მიულოცა
07 თებ 2018
 

დმანისის ,,ეტალონი მოსწავლის" ტიტულს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ტარიელ პაკელიანი დაეუფლა.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დმანისს ესტუმრა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 6 თებერვალს დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ინტელექტ-შეჯიბრში დმანისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი, საკრებულოს თანამშრომლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

მედიაპროექტ „ეტალონის“ დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გამარჯვებულს მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„სასიამოვნო ემოციაა ამ აუდიტორიაში ყოფნა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, რომ აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში".

აღსანიშნავია, რომ პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 310
 
 
 
სიახლეები
იან 31 ოთხ 2018
216
დეკ 26 სამ 2017
295
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები