დმანისი თავისი უძველესი წარსულიდან გამომდინარე ფლობს მდიდარ და საინტერესო კულტურას. უძველესი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების უნიკალური ძეგლები თავად „გვესაუბრებიან“იმ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საუკუნეებს მოუტანიათ. ერთმანეთის გვერდით სხვდასხვა ეთნოსის წარმომადგენლების დიდიხნის თანაცხოვრება ასახულია საერთო ტრადიციების ჩამოყალიბებაში. ყოველი კუთხე-კუნჭული ითხოვს მოფერებას, წინაპრების გახსენებას და დღემდე მოტანილი სიძველეების მოვლა-პატრონობას.
დმანისში მოქმედებს „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის“ სახელმწიფო დრამატული თეატრი. ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ფუნქციონირებს: ვაჟთა ანსამბლი „შგარიდა“; ქალთა ანსამბლი “ირინოლა“; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები „მართვე“ და “კიდევაც დაიზრდებიან“; ბავშვთა ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი“ კიდევაც დაიზრდებიან“; ბავშვთა სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ანსამბლი „დანსი“; ინტერნაციონალური ანსამბლი“დმანისური აისი“; საკმაოდ წარმატებულია ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვისა და რეწვის წრეები. ქ.დმანისში განთავსებულია ააიპ“საბიბლიოთეკო სამსახური“ , ააიპ “სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი“.ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“საექსპოზიციო არქეოლოგიურ დარბაზში გამოფენილია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძიებული საინტერესო მასალა.
დმანისის ნაქალაქარში, იქ სადაც უძველესი ადამიანების(მათ შორის ‘ზეზვას და მზიას“ ) ნაკვალევია აღმოჩენილი , ღია ცის ქვეშ მოწყობილია უნიკალური მუზეუმი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
375
თებ 24 სამ 2026
864
თებ 14 შბ 2026
964

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა