დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა და განსახილველი საკითხების ირგვლივ დისკუსია იყო.
მერმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო მომავალი წლის ფინანსური გეგმა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის სისტემის და განათლების გაუმჯობესებაზე.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. კობა მურადაშვილმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო ჩართულობის როლს და აღნიშნა, რომ მისთვის როგორც მერისთვის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოსაზრებები უაღრესად მნიშვნელოვანია.
,, ეს არის ერთგვარი ორმხრივი კავშირი ჩვენსა და მოსახლეობას შორის. მე ყურადღებით მოვისმინე ყველა თქვენი შეფასება და წინადადება, რომლებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის ფორმირებისას"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































