დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 22 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა.
მობილური ლაბორატორია განთავსდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისი - ვარდისუბნის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 








































