
კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მთის საბჭოს სხდომაზე !
2019 წლის 18 მარტს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.
კახაბერ ოქრიაშვილის ახალი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დასახლებათა 80 %-ს უკვე მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი, ანალოგიური სტატუსი დარჩენილ დასახლებათა 20%-საც ავტომატურად მიენიჭება.
ცვლილება შეეხება და მაღალმთიანის სტატუსს ავტომატურად მიანიჭებს დმანისის მუნიციპალიტეტის 9 დასახლებას - ქალაქ დმანისსა და სოფლებს: ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა, პანტიანი.
შედეგად, მთელი რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით, დამატებით ამ 9 დასახლების მკვიდრი 5 733 ადამიანი ისარგებლებს. გარდა დმანისის მუნიციპალიტეტისა, მაღალმთიანის სტატუსს თიანეთის 1, ასპინძის 2 და დუშეთის 37 სოფელიც მიიღებს.
კახაბერ ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ შესაბამისი პროცედურებისა და ვადების გათვალისწინებით, ახალი საკანონმდებლო წინადადება მიმდინარე წლის აპრილში მომზადდება და შემოდგომიდან შევა ძალაში!

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 








































