დმანისის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა შენობის ინტერიერი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენს 110 000 ლარს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა აღნიშნა, განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცხოვრებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა და მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილმა დაათვალიერეს და სპორტული სკოლის აღსაზრდელებს კიმონოები გადასცეს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































