დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულმა სათათბირომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
28 იან 2026
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულმა სათათბირომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
​დმანისის მუნიციპალიტეტში მერის ახალგაზრდული სათათბიროს 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც სათათბიროს წევრებმა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები შეაჯამეს.
ანგარიშის წარდგენას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ახალგაზრდები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდნენ.
​შეხვედრაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, რომელმაც დადებითად შეაფასა სათათბიროს მიერ გაწეული მუშაობა და ახალგაზრდებს სამომავლო ინიციატივების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მისი განცხადებით, თვითმმართველობისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ხედვების გაზიარება მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2578
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
627