ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად სოფელ მაშავერის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს 40 წყარო მაშავერის პროექტი, რომლის ფარგლებში სოფელს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, ხოლო გამრიცხველიანების პროცესი სრულად დასრულებულია.
საუბარი შეეხო ასევე სოფელში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის რეაბილიტაციას, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 458 000 ლარია და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სოფლის საჭიროებებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.
შეხვედრას მერთან ერთად რწმუნებულის პირველი მოადგილე, იოსებ ალიბეგაშვილი მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































