დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-05-30

გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვრცლად
2022-08-01

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილამა, სამედიცინო ინვენტარი დმანისის რაიონულ საავადმყოფოს გადასცეს. ინვენტარის ჯამური ღირებულება არის - 43789 ლარი. რაიონულ საავადმყოფოში ვიზიტს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვრცლად
2022-08-08

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.

ვრცლად
2022-08-10

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "Art-გენი 2022-ის" რიგით მეცხრამეტე კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
2022-07-29
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასკოლო ასაკის ბავშვებს სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა. „პირველკლასელთა აკადემია“, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვისაც არის ხელმისაწვდომი. სახელმძღვანელოში თამაში და სწავლა ერთმანეთთანაა შერწყმული, რაც იძლევა საშუალებას რომ მშობლებმა სასკოლო ასაკის ბავშვები ეფექტურად მოამზადონ. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა აღნიშნული სახელმძღვანელო მომავალ პირველკლასელებს პირადად გადასცეს.
ვრცლად
2022-07-26
დმანისში ,,დმანისობის" დღესასწაული აღინიშნა. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ვრცლად
2022-07-19

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები:

ვრცლად
2022-07-14

„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვედროდით.

ვრცლად
2022-07-08

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფლების: იფნარისა და კიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე გაეცნენ სოფლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდება. "ამ ეტაპზე, სოფელ კიზილაჯლოში იწყება სასმელი წყლის რეზერვუარისა და წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სოფლის 24 საათიან წყლით მომარაგებას. სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. " განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

ვრცლად
2022-07-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი,  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის - ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა, სადაც ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვრცლად
2022-07-04

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო. 1 ივლისსს, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE) - ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა და ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

ვრცლად
2022-07-02
მიმდინარე წლის 1-2 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ "დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის" მხარდაჭერით, სპორტსმენ ბაჩო ნინიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი გაიმართა მინი-ფეხბურთში. სადაც მონაწილეობას დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების გუნდები იღებდნენ.
ვრცლად
2022-07-01

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა  შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად,  მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2022-06-30

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, დღეს საბავშვო (საფესტივალო) რაგბის კლუბი "დმანისის ყოჩები"- ის ვარჯიშს ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-06-23
სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დარბაზში სოფლების: ქვემო და ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობისთვის შეხვედრა გაიმართა.
ვრცლად
2022-06-17
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურ აკირას და მის მეუღლეს მიიუკი იმამურს უმასპინძლა.სტუმრებმა მოინახულეს დმანისის ნაქალაქარი, (მუზეუმ-ნაკრძალი) სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღი, ქალაქ დმანისის საექსპოზიციო დარბაზი, შვეიცარიული აგრარული სკოლა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია."ვიზიტის მიზანს დმანისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების, კულტურული და ისტორიული პოტენციალის გაცნობა წარმოადგენდა"განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
ვრცლად
2022-06-17

დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს,  შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მერიისა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მოიპოვა „სოკარ ჯორჯია გაზის“ გუნდმა ანგარიშით 6:4. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და შუქრი ჩხეტიანის ოჯახის წევრები. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გამარჯვება პირადად შუქრი ჩხეტიანის ძმამ, სლავა ჩხეტიანმა მიულოცა და გარდამავალი თასი, სიგელი და ფეხბურთის ბურთი გადასცა. მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი, მერიის სახელით, ფეხბურთის ბურთი და სიგელი გადაეცა. ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ვრცლად
2022-06-15

დღეს,  ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ"  საანგარიშო ღონისძიება ჩაატარა. რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. ღონისძიებამ თბილ და მყუდრო გარემოში ჩაიარა.

ვრცლად
2022-06-12

დღეს, სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო-საეკლესიო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება.

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    თებ 24 სამ 2026
    973