დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ავთანდილ ჭრიკიშვილთან, მერის მოადგილეებთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დმანისის ახლად რეაბილიტირებული თეატრის დარბაზში ფილმის „ერის საგანძური“ წარდგენას დაესწრო.
ფილმი საპატიო დმანისელის, ჯუმბერ კოპალიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.
კობა მურადაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯუმბერ კოპალიანს გაწეული ღვაწლისთვის.
დმანისის თეატრის დარბაზში, ფილმის წარდგენა, პროექტის „თუმანიშვილი 100“ ფარგლებში შედგა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































