დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი"
18 მაი 2018
 

„ანიმაციის განვითარების ფონდი“ 2018 წლის 21-22 მაისს ქ.დმანისში ატარებს ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და რეგიონებში მოიცავს ორ დღეს: ☑️პირველ დღეს 21 მაისს 13:00 -16:00 საათამდე მოეწყობა ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის
მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები გაეცნობიან ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქ.ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის მეორე დღეს 22 მაისი  13:00-15:00 მოეწყობა კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“. ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართება წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1372
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
12119
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
627