საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს კამპანიას „მე დავრგე ხე“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ კომპანია „RMG Copper“-ის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან ერთად, რიგით მეოთხე ღონისძიება ჩაატარა და მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა ჯიშის 264 ხე დარგო.
აღნიშნული აქტივობა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა.
ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს დმანისის მუნიციპალიტეტში „RMG Gold“-ის აბულმუგის საბადოს გამოსატუტი მოედანი, მადნის სამსხვრევი ნაგებობა და სპეციალისტების დახმარებით ადგილზე გაეცნენ მათ მუშაობის პროცესს. გარდა ამისა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების აღსაკვეთად უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. სტუმრებმა მოინახულეს აბულმუგის ქიმიური გამწმენდი ნაგებობაც, სადაც ადგილზე გაეცნენ ე.წ. დრენირებული წყლების გაფილტვრის პროცესს, რაც მდინარე მაშავერას დაბინძურების რისკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































