დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-04-24

30 აპრილს 14:00 საათზე 

ააიპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა".

ვრცლად
2018-04-23

„ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში 24 და 25 აპრილს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს დმანისის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა (როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში).

ვრცლად
2018-04-23

24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდება.მობილური ამბულატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკაკლიანსა და ბოსლებში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება.

11:00 საათი სოფელი ბოსლები 
13:00 საათი სოფელი აზკაკლიანი

ვრცლად
2018-04-20

25 აპრილი 13:00 საათი

ქ.დმანისი 26 მაისის ქ. N 17

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO).

ვრცლად
2018-04-18

23 აპრილს 16:00 საათზე წიგნის საეთაშორისო დღეს

ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკე სამსახური, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში, მოაწყობს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.

მსახიობი, მეტყველების პედაგოგი, მარიამ კახეთელიძე კულტურის ცენტრის სცენაზე ჩაატარებს მასტერკლასს მეტყველების კულტურაში და ისაუბრებს ქართულ ენაზე მეტყველების წესებსა და თავისებურებებზე.

ღონისძიება დასრულდება სპექტაკლის პრემიერით ,,იავნანამ რა ჰქმნა". დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2018-04-18

უანგარო დონორთა აქციაში ჩართვის მზადყოფნის გამოთქმის შემთხვევაში, დონაციის განხორციელების მიზნით გთხოვთ გამოცხადდეთ ხვალ 19 აპრილს დმანისის სასწრაფო დახმარების შენობაში 11:00 საათზე.

ვრცლად
2018-04-17

22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ ადგილებში ჩატარდება დასუფთავების აქცია. 
დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

ვრცლად
2018-04-17

ღონისძიება აერთიანებს:

1.დედა ენის დღეს
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
3. სიყვარულის დღეს.

ვრცლად
2018-04-05

ძვირფასო დმანისელებო გაცნობებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოგემსახურებათ შემდეგი განრიგით:

ვრცლად
2018-04-02

9 აპრილის 12:00 საათზე

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორილი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით. 
ღონისძიებაში ჩაერთვებიან დმანისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები და საჯარო სკოლები.

ვრცლად
2018-03-28

პირველი ტური გაიმართება 2 აპრილს 13:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე. 
დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ ფავორიტ გუნდს.
დმანისის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი არის ექვსი გუნდი.

ვრცლად
2018-03-26

დმანისის მუნიციპალიტტის მერია გაცნობებთ, რომ სტუდენტებისთვის, უსინათლოებისათვის, ვეტერანებისა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, უფასოდ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი: დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით, კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და პარასკევს.

ვრცლად
2018-03-17

2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

ვრცლად
2018-03-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას!

ვრცლად
2017-12-31

საახალწლო კონცესაახალწლო კონცერტი


ა(აიპ) დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრი

31 დეკემბერი 21 სთ.30 წთ.რტი

ვრცლად
2018-03-17

14 იანვარს 16:00 საათზე
ა(აიპ) კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საესტარდო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსის“ კონცერტი.
დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2018-03-17

არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“- ს ორგანიზებით 13 იანვარს 15:00 საათზე, ა(აიპ),კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი დმანისელი მაია კავლელაშვილის დასახმარებლად.

ვრცლად
2018-03-17

19 იანვარს

15:00 საათზე ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, დმანისის თეატრის დამაარსებელთა სახელის უკვდავსაყოფად სოფელ განთიადში, იქ სადაც თეატრის პირველი სპექტაკლები იმართებოდა, გახსნის მემორიალურ დაფას.

ვრცლად
2018-03-17

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გაიმართება ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება. 

ვრცლად
2018-03-17

 3-4 მარტს პრაღაში გაიმართება ევროპის ღია პირველობა, სადაც საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დმანისელი ბაგრატ ნინიაშვილი.

ვრცლად
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
608