დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და ააიპ „მხარდაჭერის სახლის“ მემორანდუმის ფარგლებში, ორდღიანი პროექტი „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ განხორციელდა. 13-14 ივლისს, დმანისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა ხანდაზმულებმა
15 ივლ 2026
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და ააიპ „მხარდაჭერის სახლის“ მემორანდუმის ფარგლებში, ორდღიანი პროექტი „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ განხორციელდა. 13-14 ივლისს, დმანისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა ხანდაზმულებმა ქალაქ გორისა და დაბა კაზრეთის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მუზეუმის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა სტუმრებს დმანისის ნაქალაქარი და არქეოლოგიური საექსპოზიციო სივრცე დაათვალიერებინა. პროგრამა ასევე მოიცავდა პოეზიის საღამოს სამივე რეგიონის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მუსიკალურ ნომრებს მასპინძლების შესრულებითა და პანტიანის ტბის მონახულებას.
გაიმართა სპორტული აქტივობები (ჭადრაკი, ნარდი, მიზანში სროლა, კალათბურთი და ბარიერების გადალახვა), რომლებშიც აქტიურად ჩაერთნენ მერიისა და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელი პირები. სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პროექტი სამივე რეგიონის ერთობლივი კულტურული ღონისძიებით დასრულდა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 303
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
626
ივნ 24 ოთხ 2026
615