დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრენინგი საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემის შესახებ
30 ოქტ 2018
 

მიმდინარე წლის, 30 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, მერიის საკონფერენციო დაბრაზში, საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მიერ, ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს, დმანისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ- იების საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაზე (e document) გადაყვანას.

საოფისე დოკუმენტაციის ეფექტური ელექტრონული მართვა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფი წვდომა არის კრიტიკული საკითხების დროული გამკლავების ერთ-ერთი აღიარებული და მიღებული გზა.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.

სისტემას ანალოგიურ ელექტრონულ პროდუქტებთან მიმართებაში გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორიც არის: 

➡️ დროისა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი დაზოგვა;

➡️ დავალებების ეფექტური მართვა;

➡️ MS Office-თან სინქრონიზებულობა;

➡️ სამეურნეო ხარჯების შემცირება;

➡️ ავტომატიზებული სკანირება;

➡️ უსაფრთხოების მაღალი ხარისხი;

➡️ მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა;

➡️ დანერგვის მოქნილი სისტემა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3576
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876