დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ვანლერ დაისელის-ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ პრეზენტაცია
21 დეკ 2018
 

20 დეკემბერს, უცნობი ქართველი რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის, ვანლერ დაისელის-ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედის, ლევან ჟვანიას რედაქტორობით, რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად გამოიცა.

ავტორმა თავი მოუყარა მივიწყებული პოეტის მიერ, 26 წლის ასაკამდე, 1926-1929 წლებში, შექმნილ სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებულ ლექსებს და ნოველას „ლივილლა“, რომელიც თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი მხარდაჭერით და დაფინანსებით დაიბეჭდა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტების, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ვანლერ დაისელი ცნობილი ლიტერატურული ორდენის „სომნამბულების“ დამფუძნებელია. ის თავისი შემოქმედებით მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და წითელ დიქტატურას. მხოლოდ 1922-1925 წლებში სამჯერ იქნა დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. არაერთი დაკავების და სისტემატიური დევნის მიუხედავად, არ უშინდებოდა არსებულ რეჟიმს. პოეტი ბოლშევიკებმა 1929 წელს მეოთხედ დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. ვანლერ დაისელი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა, 1932 წელს არხანგელსკში ქრება მისი კვალი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5066
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
652
აპრ 07 სამ 2026
878