მიმდინარე წლის 22 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფლის მოსახლეობასთან (ტნუსი, ბოსლები, სოგუთლო, იაღუფლო, ქარიანი, კაკლიანი (აზერბაიჯანული), ვარდისუბანი, ჯავახი (კონსულტაცია), შახმარლო, პანტიანი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, უსეიქენდი, კიზილქილისა, პატარა დმანისი, მამიშლარი, შინდლარი) საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ: ტნუსი - სასაფლაოს შემოღობვა, ინვენტარის შესანახი ოთახისა და საპირფარეშოს მოწყობა, მეორეხარისხოვანი სავალი გზის რეაბილიტაცია. ბოსლები - სასაფლაოს გზის გადასასვლელის მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. სოგუთლო - სოფლის საერთო სარგებლობაში არსებული ინვენტარის შესანახი ოთახის (საწყობის) მოწყობა, სოფლის მისასვლელ გზაზე გადასასვლელი მილხიდის მოწყობა, გარე განათების მოწყობა (5 წერტილი). იაღუფლო (აზერბაიჯანული),სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწყობა. ქარიანი - გარე განათების მოწყობა. კაკლიანი - გარე განათების მოწყობა, ვარდისუბანი - სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა (საპირფარეშოები), ბუნებრივი წყლის სისტემის მოწყობა. ჯავახი -სასაფლაოს ტერიტორიაზე საპირფარეშოსა და ინვენტარის შესანახი ოთახის მოწყობა, გარე განათების მოწყობა,
სოფლის სახნავ-სათეს სავარგულებზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და მიმდებარე არხების გაწმენდა, შახმარლო - გარე განათების მოწყობა. პანტიანი - გარე განათების მოწყობა. პირველი სალამალეიქი - სასმელი წყლის ავზიდან სოფლამდე მილის შეცვლა, სოფლის შესასვლელში მილხიდის მოწყობა. მეორე სალამალეიქი - სასმელი წყლის ავზის რემონტი, ავზიდან სოფლამდე მილის გაყვანა. უსეიქენდი - სასმელი წყლის მოწყობა და დკავშირება არსებულ ავზთან მილის მოწყობით. კიზილქილისა - გარე განათების მოწყობა. პატარა დმანისი - გარე განათების სისტემის მოწყობა. მამიშლარი - სოფლის საერთო სარგებლობაში არსებული ინვენტარის შესანახი ოთახის მოწყობა,
გარე განათების მოწყობა.
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
22 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 4407
სიახლეები
აპრ 17 პარ 2026
261
აპრ 15 ოთხ 2026
652
აპრ 07 სამ 2026
878

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































