დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
04 თებ 2019
 

მიმდინარე წლის 04 თებერვალს, დმანსისი მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა!

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფელ საკირესა და გორაში მოსახლეობის საერთო კრება გაიმართა.

მოსახლეობის მიერ სოფელ საკირეში ინიცირებული პროექტებია: გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის ხაზის (დაზიანებული) მონაკვეთის შეხეთება, ხოლო სოფ: გორას მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელში მოეწყობა გარე განათება და მოხდება სასმელი წყლის ავზის შეღებვა და დაზიანებული მილების შეცვლა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფელში, მოსახლეობასთან საერთო კრება და კონსულტაცია გაიმართა. 

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3121
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876