დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

23 მაი 2019
 

მიმდინარე წლის 23 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ამჯერად  ააიპ ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის“ ორგანიზებით, დმანისის კულტურისა და ხელვნების ცენტრის ფოიში, ლიტერატურული საღამო მოეწყო.

ღონისძიებაზე დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ თეთრაძემ, ისაუბრა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე. საღამოს მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს  ქართული ცეკვები და სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, სოფელ გომარეთისა  და დიდი დმანისის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2183
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
656
აპრ 07 სამ 2026
878