დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
25 მარ 2020
 

გარდა იმისა, რომ ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მოსაცდელების დასუფთავება სისტემატურად ხდება, მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის დავალებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ქალაქ დმანისსა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ხდება არეალის სველი წესლით დამუშავება, რის შემდეგაც სუფთა არეალი სპეციალური ხსნარით მუშავდება.სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია. მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ყოველდღიურად აცნობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.მოსაცდელებთან და კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე გადაეცემათ საინფორმაციო მასალა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3154
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876