დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს
31 მარ 2020
 

დმანისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია პირევლი ევროპელის მოხალისეების ჯგუფი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ახალ COVID-19 - თან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ, კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ფლაერებს ორ - ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე არიგებენ და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"დმანისის მუნიციპალიტეტში, ყველა დასახლებულ პუნქტში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და დაიცვან მოცემული რეკომენდაციები.“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ორ ენაზე ადგილობრივებს საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებასა და ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებების შესახებ ატყობინებენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2876
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
652
აპრ 07 სამ 2026
878