დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

2020 წელს განხორციელებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია
24 დეკ 2020
 

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში დაიწყო ერთ ერთ უნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, კერძოდ,  სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების რეაბილიტაციას.

ამ ეტაპისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტის N1, N2 და სოფელ - განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მიშენების სამუშაოები სოფელ: ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში გახორციელდება.

პროექტი, რომლის ღირებულება 2092663 ლარია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. აღნიშნულ პროექტს ექნება დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით, რაც გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" მართვაში 9 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სამზარეულოს ტექნიკა, კერძოდ, 10 ერთეული ელექტრო ქურის შესაბამისი ღუმელები გადაეცათ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 633 ლარი დაიხარჯდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3570
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876