დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა
15 მაი 2021
 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა დღევანდელ დღეს ყველა იმ ადამიანს ულოცავს, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხებაში და ქედს იხრის მათი მამაცობისა და თავდადების წინაშე.

დმანისის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 2 ვეტერანია. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით თითოეულ მათგანს მცირედი სასურსათე ამანათები გადაეცათ და პირად ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით დაერიცხათ.

დმანისის მერმა ამავე დღეს, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გონარეთში ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2119
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
644
აპრ 07 სამ 2026
876