დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,EDUKATOR"-ის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
23 სექ 2021
 

პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,EDUKATOR"-ის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის ,,EDUKATOR"-ის წარმომადგენლებმა, პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან ნინო ომიაძესთან და სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან ნინო ოქრიაშვილთან.

პროექტი რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და ქალაქ დმანისის ნომერ პირველ საბავშვო ბაღებში ე.წ. რესურს ოთახების მოწყობას, რომელიც აღჭურვილ იქნება მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბაღის აღმზრდელების, გამგეებისა და მეთოდისტების გადამზადება

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3018
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
645
აპრ 07 სამ 2026
877