ეტალონის პროექტების სულისჩამდგმელი გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტში. გოჩა ტყეშელაშვილმა მისი საავტორო წიგნის "პირველკლასელთა აკადემია" პრეზენტაცია გამართა.
კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
- შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობას, რის შემდეგაც " პირველკლასელთა აკადემია", სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც დმანისელ პატარებს ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს.
ჩემი ინიციატივით, "პირველკლასელთა აკადემია" სამომავლოდ ქართულ-აზეწრბაიჯანულ ენაზე გამოიცემა და დმანისელი არცერთი მომავალი პირველკლასელი არ დარჩება აღნიშნილი სახელმღვანელოს გარეშე. განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
შეხვედრას მერიისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებ ესწრებოდნენ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































