დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა
10 მაი 2022
 
7 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კობა მურადაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა სკოლის ადმინისტრაციას და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მისი ინიციატივით შემუშავდება პროფესიული განათლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტუდენტების სწავლების დაფინანსებას აღნიშნულ სკოლაში.პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: შვეიცარიის ელჩი, კოლეჯის შვეიცარიის პარტნიორები, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5018
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847