დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს, შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მერიისა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მოიპოვა „სოკარ ჯორჯია გაზის“ გუნდმა ანგარიშით 6:4. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და შუქრი ჩხეტიანის ოჯახის წევრები. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გამარჯვება პირადად შუქრი ჩხეტიანის ძმამ, სლავა ჩხეტიანმა მიულოცა და გარდამავალი თასი, სიგელი და ფეხბურთის ბურთი გადასცა. მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი, მერიის სახელით, ფეხბურთის ბურთი და სიგელი გადაეცა. ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა.
სიახლეები
სიახლეები
აპრ 17 პარ 2026
247
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































