აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და ბარათაშვილის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და შეუქმნის უკეთეს საცხოვრებელ პირობებს. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და 18 ოქტომბერს დასრულდება.
სიახლეები
გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტები მოინახულა
24 აგვ 2022
მნახველთა რაოდენობა: 5178
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
502
მაი 15 პარ 2026
497
მაი 25 ორშ 2026
1388

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































