დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ მერიის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა
17 ნოემ 2017
 

ევროკავშირის და ,,UN Women" -ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. განსაკუთრებული ყურადრება მიექცა საჯარო სკოლებში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გავრცელებას.

 

დისკუსიას ესწრებოდნენ პედაგოგები, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, ასევე დმანისის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ – გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი ინგა მილდიანი.

 

ღონისძიება გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის“ მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4880
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
628