დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სახალხო დამცველის აპარატის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21 ნოემ 2017
 

სახალხო დამცველის აპარატის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებების თემას, ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალთა ოთახის თანამშრომელი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები რომელთაც სამსახურეობრივად შეხება აქვთ ქალთა უფლებებთან, სოციალურად დაუცველ ადამიანებთან და ბავშვთა უფლებებთან.

შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის და რეგიონული დეპარტამენტის ინიციატივით გენდერული თანასწორობის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლის ოფისმა შეიმუშავა, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4045
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847