დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10ამბულატორიაა განთავსებული, სადაც ,,სოფლის ექიმი" ემსახურება სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის პრობლემები და საჭირბოროტო საკითხები, რაც მოსახლეობის და ექიმების წინაშე დგას და ამ მიმართულებით, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.☑️შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილების უფროსი დავით დაუთაშვილი.
სიახლეები
გიორგი ტატუაშვილმა სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16 მარ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3891
სიახლეები
აპრ 17 პარ 2026
247
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































