დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაში სამუშაო სეხვედრა გაიმართა პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის" ფარგლებში."საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)", ხორციელდება CENN-ის მიერ, New World Program - ის ფარგლებში, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (დმანისი, წალკა, მარნეული და თეთრიწყარო) არსებული მრავალეთნიკური სოფლების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წყალმომარაგებისა სანიტარიის დარღვეული ნორმების გამოვლენა, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ადვოკატირება, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირების, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის , WASH სტანდარტების დამკვიდრების და ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების ამაღლება. შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილესთან ბადრი სუბართან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკა ვასაძე, CENN-ის მხრიდან პროექტის მენეჯერები ვახო ქოჩორაძე, მელანო ტყაბლაძე, მარიკო წიქორიძე.
სიახლეები
აპრ 17 პარ 2026
247
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































