დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასკვნითი კონცერტი
26 მაი 2018
 

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,შგარიდა“ ,,ირინოლა“, ,,დმანისური აისი“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვთა - ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური სიმღერის, ქართული ხალხური საკრავების, საესტრადო სიმღერის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვის, თეატრალური სტუდიები. მოწვეული იყო ააიპ ,,სამუსიკო სკოლის“ გუნდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“. დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის 100 წლის იუბილე სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა. ,,ჩემი ხატია სამშობლო “ - ,,ჩემი ხატია სამშობლო “ - რუბრიკით საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელებმა მოხატეს ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფილაქნები. ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი. ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვის სტუდიამ სახეზე მოხატა მსურველები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4790
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847