ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებისათვის ატარებს ტრენინგს სახელწოდებით: "შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება ქვემო ქართლის რეგიონში". მოხალისეები პროექტის ფარგლებში განახორციელებენ კარდაკარ ვიზიტებს ადგილობრივ მოსახლეობაში, რისკ ჯგუფების გამოვლენის და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის დასკრინინგების მიზნით. როგორც ტრენინგზე აღნიშნეს საქართველოში დიაბეტის რისკი მაღალია და ის არის დიაბეტის მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. სამწლიანი პროექტი, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა, გულისხმობს მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებას და სკრინინგს. პროექტის დასასრულს კი ჩატარდება დასკვნითი შეფასებითი კვლევა, რომელიც სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების პროგრესს გამოავლენს.
სიახლეები
ამ წუთებში მერიის საკონფერენციო დარბაზში წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებისათვის ატარებს ტრენინგს
11 ივნ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4164
სიახლეები
აპრ 17 პარ 2026
247
აპრ 15 ოთხ 2026
633
აპრ 07 სამ 2026
847

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































