დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2023-06-30

შეხვედრა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ, ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში გამართა.

ვრცლად
2023-06-30

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დმანისის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო.

ვრცლად
2023-06-28

მემორანდუმს ხელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოაწერა, რის საფუძველზეც დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ შპს დმანისის რეგიონულური ჯანდაცვის ცენტრში.

ვრცლად
2023-06-28

ამასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებთან ერთად კარ და კარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

ვრცლად
2023-06-28

ქალაქ თბილისში დინამოს აკადემიის საფეხბურთო სკოლებს შორის შემაჯამებელი ფესტივალი ჩატარდა, სადაც დმანისელმა ნორჩმა ფეხბურთელებმა ორ ასაკობრივ ჯგუფში მიიღეს მონაწილეობა.

ვრცლად
2023-06-25

ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში გაიმართა, სადაც დმანისელმა სპორტსმენებმა, ნოდარ ციხელაშვილმა და ბილალ კოჯაევმა წარმატებით იასპარეზეს.

ვრცლად
2023-06-19

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები: „დმანელი“ და “ბავარია“ , დაძაბულ შეხვედრაში ფეხბურთის გუნდმა „ბავარიამ“ მოიპოვა გამარჯვება.

ვრცლად
2023-06-19

სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, „არტ მარანში“, დმანისელი მხატვრების: ავთანდილ ნარსავიძისა და გაშამ სულეიმანოვის ნამუშევრები ერთი დღით გამოიფინა.

ვრცლად
2023-06-04

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. გომარეთის კულტურის სახლთან ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მიერ ღონისძიება გაიმართა. პარალელურად მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს კი მერიის სახელით გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

ვრცლად
2023-06-02

ღონისძიების პარალელურად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, საკრებულოს წევრებთან და მერის მოადგილეებთან ერთად ა(ა)იპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში...

ვრცლად
2023-06-02

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ( 7 - 12 წლის ასაკის) ქალაქ თბილისში, ცირკში გამართულ საგაზაფხულო წარმოდგენაზე წაიყვანა.

ვრცლად
2023-06-02

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, პოლიციელის პროფესიული დღე მიულოცა. მადლობა გადაუხადა სამშობლოს ღირსეული მსახურებისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
2023-06-01

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს"ბანკები" და "სკოლები" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მოიპოვა "სკოლების" გუნდმა, რომლებსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა თასი, სიგელები და ბურთები გადასცა.

ვრცლად
2023-05-30

სასწავლო ცენტრი "დმანისი"-ის" ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების ჩართულობით, ქალაქ დმანისის მეორე საბავშვო ბაღში ასამდე ძირი კვიპაროსი დაირგო.

ვრცლად
2023-05-26

ღონისძიებები სიმბოლურად ქართლის გმირი დედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების მსვლელობით დაიწყო.

ვრცლად
2023-05-25

კეთილმოწყობილი სივრცე კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სატრენინგო აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდაზეა გათვლილი.

ვრცლად
2023-05-20

კონცერტს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი საკრებულოს წევრებთან და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსთან არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძესთან ერთად დაესწრო.

ვრცლად
2023-05-19

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
965