7 ნოემბერს ქალაქ მარნეულში გაიმართა სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის ,,სიონი“ და მარნეულის ,,სადახლო“. ,,გამარჯვება დაძაბულ ორთაბრძოლაში წილად ხვდა დმანისის ,,სიონს“ ანგარიშით 4 – 2.
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს შპს „ჯეოფერტის" წარმომადგენლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დმანისელ ფერმერებთან გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ჯეოფერტის“ მიერ წარმოებულ ბაქტერიული, ორგანო-მინერალური სასუქების პრეზენტაციას.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მიერ, ტურიზმის სფეროში ჩართული და ინდუსტრიაში ჩართვის მსურველებთან სემინარი გაიმართა.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საბაზისო საფეხურის 94 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თეატრის მსახიობებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. საკუთარი ლექსი წაიკითხა აგრეთვე სახალხო მთქმელმა ტარასი ცინდელიანმა. საღამო გაალამაზა ანსამბლებმა: ,,შგარიდამ“, ,,კიდევაც დაიზრდებიან’’ და ,,ირინოლამ’’.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საწვავ შეშასთან ერთად საკვები პროდუქტები გადაეცათ.
მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 23 წლამდელთა შორის. ,,აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა ბაგრატ ნინიაშვილმა
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს პროექტ ,,საქართველოს მოხალისის" ფარგლებში ქალაქ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ,,ქვემო ქართლის მოხალისეების" ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი ,,ეთნოFest2016". ფესტივალის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია ეთნიკურ უმცირესობებში.
,,ჩვენ გვსურდა მათთვის კიდევ ერთი გამორჩეული დღე გვეჩუქებინა, მოხუცებთან ურთიერთობამ ჩვენში უდიდესი ემოციები აღძრა, რომელსაც სიტყვით ვერ აგიწერთ“- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
კონცერტის შემდეგ სტუმრებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძუნწი". სპექტაკლს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადობა. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის მუნიციპალირი ფინალური შეხვედრა ფეხბურთში.
ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ დმანისის და სოფელ განთიადის გუნდები. შეხვედრა დამთავრდა ქალაქ დმანისის გამარჯვებით.
გამგეობის ,,ქალთა ოთახის’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით დმანისში სოფლად მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვერდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების მექანიზმების გააქტიურება, ქალბატონების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა, მათი პრობლემების მოსმენა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიტანა.
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ქალაქ დმანისში ჩატარდა ნახევარფინალური შეხვედრა ,,სიონი“ დმანისი - ,,დიდ დმანისს“ შორის. რომელიც დამთავრდა დმანისის სიონის გამარჯვებით ანგარიშით 7:3 - გამარჯვებული გუნდი ფინალში შეხვდება განთიადის ,,განთიადს“ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს.
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ქალაქ დმანისში - პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტმა (სისხლის გადასხმის ინსტიტუტმა) დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით მოაწყო სისხლის გადასხმის აქცია.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პირველმა ევროპელმა'', პროექტ ,,საქართველოს მოხალისეს'' ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალ ორგანიზაციათა შორის, ჩაატარა საქველმოქმედო ტურნირი მინი-ფეხბურთშიფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდენ ქ.დმანისის გამგეობისა და სპორტსკოლის გუნდები, სადაც გამარჯვება სპორტსკოლის გუნდმა მოიპოვა.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო დმანისელმა სპორტსმენმა ბაგრატ ნინიაშვილმა გუნდურ შეჯიბრში, აღნიშნულ ტურნირში საქართველოს გუნდი გახდა ევროპის ჩემპიონი.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, „მოყვარულთა ლიგა 2016“-ის ფარგლებში დმანისის პირველი ტურის თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს დმანისის „სიონი“ და ჯავახის „მიჯა“ დაუპირისპირდნენ და თამაში 7:3 დმანისის გამარჯვებით დასრულდა.
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს რუსთავშირუსთავქალაქობის სადღესასწაული ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა და ქალაქის მთავარ მოედანზე საკუთარი კუთხე წარმოადგინა. დმანისელებმა მოაწყვეს ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ქალაქ დმანისში სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიალს ამერიკის ელჩი ესწრებოდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სწავლა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში დაიწყო. დმანისის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა..
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
429
თებ 24 სამ 2026
910
თებ 14 შბ 2026
1006

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















