დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტებ
02 ნოემ 2025
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მერებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მუნიციპალიტეტის სისტემურად განვითარებაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე. საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას 2026-2035 წლებისთვის და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების მერებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2678
 
 
 
სიახლეები
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
890