დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დმანისის ნაქალაქარზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური „დმანისი - დემეტრე I“ გაიმართა.
ინფო-ტურის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი, დმანისის უმნიშვნელოვანესი ისტორიული როლისა და მეფე დემეტრე I-ის მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. ტურში დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 30-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ტურს უძღვებოდნენ არქეოლოგი ჯიმშერ ჩხვიმიანი და ისტორიკოსი ჯუმბერ კოპალიანი, რომლებმაც მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური აღმოჩენების და ისტორიული ღირებულების შესახებ, განსაკუთრებით კი დემეტრე I -ის როლზე ნაქალაქარის განვითარების საქმეში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის აქტიური ჩართულობით ჩატარდა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































