დაზღვევის დღის კვირეულის ფარგლებში, დმანისში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მანდატს, მის ფუნქციებსა და როლს მომხმარებლის ინტერესების დაცვის პროცესში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები, სად შეუძლიათ მიმართვა საჭიროების შემთხვევაში და როგორ მუშაობს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები დაზღვევის სფეროში.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































